შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთელი რობიზონ ესაძე და ლანჩხუთელი გიორგი შოთაძე საქართველოს ჩემპიონები არიან

სპორტი
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36925 
 15 მარტი 2019

ოზურგეთელმა რობიზონ ესაძემ (მძიმე) და ლანჩხუთელმა გიორგი შოთაძემ (67 კგ) საქართველოს ჩემპიონობა ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში მოიპოვეს.

ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობას ქუთაისმა უმასპინძლა.

აღსანიშნავია რომ მძიმე წონითი კატეგორია - 130 კგ - თითქმის სრულად ოზურგეთელებით დაკომპლექტდა - ჩემპიონი როგორც ზემოთ ვთქვით რობიზონ ესაძე გახდა, მან ფინალში ასევე ოზურგეთელი საბა ცეცხლაძე დაამარცხა, ხოლო ბრინჯაო ამავე წონაში ასევე ოზურგეთელმა კუკური ბარბაქაძემ აიღო.

55 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლს დაეუფლა გიორგი თოხაძე, 87 კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მფლობელი რამინ ჭელიძე გახდა.

ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები ათივე წონით კატეგორიაში.

საქართველოს ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით, დაკომპლექტდება ნაკრების შემადგენლობა ევროპის პირველობისთვის, რომელიც 3-9 ივნისს ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში ჩატარდება.

საქართველოს ახალგაზრდული პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2019, 13-14 მარტი, ქუთაისი

55 კგ. 
1. ფრიდონ აბულაძე (აჭარა)
2. გიორგი თოხაძე (ოზურგეთი-ორც) 
3. რამაზ სილაგავა (მარტვილი-ორც)
3. აკაკი ოსიაშვილი (გარდაბანი)

60 კგ.
1. დიეგო ჩხიკვაძე (აჭარა)
2. ბექა გურული (რუსთავი)
3. თორნიკე კანდელაკი (გარდაბანი)
3. ვასილ ხაჩიძე (ბორჯომი)

63 კგ. 
1. ლერი აბულაძე (აჭარა)
2. გია კუჭავა (ფოთი)
3. რატი კანდელაკი (გარდაბანი)
3. ავთო ბიძინაშვილი (გარდაბანი)

67 კგ. 
1. გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი-ორც)
2. ბექა ბეშიძე (გარდაბანი)
3. ირაკლი ნაკაშია (ხობი)
3. გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი)

72 კგ. 
1. ოთარ აბულაძე (აჭარა)
2. ნიკა ყორშია (ხობი)
3. ხვიჩა ანანიძე (აჭარა)
3. გიორგი მეფიშვილი (სენაკი)

77 კგ. 
1. ნიკა შერბაკოვი (თბილისი)
2. დავით სოლოღაშვილი (გარდაბანი)
3. გიორგი ნოზაძე (თბილისი)
3. გიორგი შპეტიშვილი (გარდაბანი)

82 კგ. 
1. ბექა გურული (რუსთავი)
2. ნიკოლოზ მშვილდაძე (ბაღდადი-ორც) 
3. თემური გოგოხია (ხობი)
3. გელა რურუა (სენაკი)

87 კგ. 
1. გიორგი ქაცანაშვილი (გარდაბანი) 
2. გიორგი მეტრეველი (ონი)
3. ლუკა მგალობლიშვილი (აჭარა)
3. რამინი ჭელიძე (ოზურგეთი)

97 კგ. 
1. კოკა ღარიბაძე (თბილისი)
2. ლაშა ტვილდიანი (თბილისი) 
3. ისლამ ფარეულიძე (ახმეტა-ორც)
3. ლუკა ხუციშვილი (გარდაბან)

130 კგ.
1. რობიზონ ესაძე (ოზურგეთი)
2. საბა ცეცხლაძე (ოზურგეთი)
3. კუკური ბარბაქაძე (ოზურგეთი)

3. ბექა შპეტიშვილი (გარდაბანი)

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

"საით წავა კალაძე"?!