შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნება“ წამგებიან ნაბიჯებს ხშირად დგამს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში" - საყვარელიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36960 
 16 მარტი 2019

„ყველაზე სავარაუდოა, რომ ისევ იმ ჯგუფმა გაიმარჯვოს, რომელსაც უმრავლესობის უმრავლესობა ჰქვია, მაგრამ შეიძლება პროცესებმა ასეთი კარდინალური სახე არ მიიღოს და ჯგუფები პოზიციების შეთავსებაზე შეთანხმდნენ. გააჩნია, რომელი სტრატეგია იქნება არჩეული," - ასე აფასებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას „ქართულ ოცნებაში" დაპირისპირების კიდევ ერთ ტალღას, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს ეხება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით წარდგენილ სამ კანონპროექტზე, 15 მარტს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალში განვითარებულ მოვლენებსა და „თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით, „რეზონანსი" ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

თუ ნაპრალების ამოვსება და ერთმანეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა ამოცანა, მაშინ ამაზე უნდა იმუშაონ. თუ დაპირისპირება და კიდევ უფრო გახლეჩვაა მიზანი, მითუმეტეს თუკი სურთ მათი კრიტიკოსი ბევრი იყოს, ვხედავთ, რომ ამერიკაც ამ თემის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, მაშინ ის რადიკალური პოზიცია უნდა აიღონ, რომელიც არასამთავრობოებისთვის და „ოცნების" „აჯანყებული" ნაწილისთვისაც მიუღებელი იქნება.

ასეთი ვერსიის განვითარება წამგებიანია, მაგრამ „ოცნება" წამგებიან ნაბიჯებს ხშირად დგამს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.

თუკი ამ მოვლენას შევხედავთ, როგორც პოლიტიკური მნიშვნელობის ფაქტს, მისი შედეგი იმ იმიჯის გაძლიერება იქნება, რომ ხელისუფლება უძლურია და ეს რუსეთთან დაკავშირებით ყველაზე ადვილი სათქმელია, რადგან რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლება მართლაც უძლურია.

თავად ტრამპია უძლური, ამხელა სახელმწიფოს ხელმძღვანელი და საქართველოს ხელისუფლება უძლური რომ იყოს, გასაკვირი არაა. მაგრამ „ხელისუფლება უძლურია" უკვე ქმნის იმ განწყობილებას, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვლაოს. ამ ტიპის მოვლენები ხელისუფლების შეცვლის განწყობლების წისქვილზე ასხამს წყალს.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია