შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ლანჩხუთის მერიის მიერ არამიზნობრივად გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები, რომლებიც მოსახლეობის ჯიბიდან ივსება“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36959 
 16 მარტი 2019

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი ცინცაძე ამბობს, რომ ლანჩხუთის მერია განაგრძობს სახელმწიფო ბიუჯეტის ხაარჯზე სხვადასხვა მატერიალური თუ არამატერიალური ქონების შეძენას ტენდერის გარეშე, ანუ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

ოპოზიციას ქონების რაოდენობასა და მისი მიზნობრიობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

ცინცაძის შეფასებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გურულები სიღატაკისთვის გაწირა და არაფერს აკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად.

„გარდა იმისა , რომ ლანჩხუთის მერია ისევ მოსახლეობის ფულს ხარჯავს 990 ლარის ღირებულების 90 ცალ რაფაელოში (მიმწოდებელი -ლევან ქურიძე), რომელიც ვის გადასცეს ხელშეკრულებაში აღნიშნულიც კი არ აქვთ. ფაქტია, რომ არც ბენეფიციარებისთვის, რომელთაც უბრალო შოკოლადის ფილებით ასაჩუქრებენ ხოლმე და არც მასწავლებლებისთვის , რომელთც 8 მარტი თითო ვარდის გადაცემით მიულოცეს - (აღსანიშნავია ასევე ფაქტი, რომ მათთვის გადასაცემი ყვავილი ხელშეკრულების მიხედვით ია უნდა ყოფილიყო, თუმცა ვისი მიმართულებით გაიგზავნა იები ჯერ-ჯერობით უცნობია) - არ გადაუციათ. მსგავს ფაქტებს კი მუნიციპალიტეტის საიტზე ამზეურებენ ფარისევლური სიკეთის გამოსამჟღავნებლად - რომლის ფოტოებზედაც კომკავშირული სიბეჯითით წელში გამართული გვევლინება ბატონი სარიშვილი და რომლის სურათების ხარისხსაც არაფერი ეტყობა, რომ 3300 ლარის ღირებულების აპარატით არის გადაღებული. დიახ , მან მხოლოდ ერთ ფოტოაპარატში 3300 ლარი გადაიხადა (მიმწოდებელი - "შპს გეგაპიქსელი" - მურმან ქვათაძე), თუმცა ვისთვის იყიდა აღნიშნული აპარატი - რა თქმა უნდა უბრალო მოკვდავმა ლანჩხუთელებმა არ იციან.

როგორც ხვდებით ჩემო ძვირფასებო , გემოვნების მხრივ აშკარად მოწოდების სიმაღლეზეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია მისი მეთაურის თაოსნობით - რასაც ამტკიცებს 35 ლარიიანი ფინჯანებისა და მინის ჭიქების შეძენა - ალბათ მაში ჩასასხმელ სითხესაც ეს ჭიქები ასხავენ თავისით და მსგავსი ფასი ამიტომ ადევს. გარდა ამისა აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით ნაყიდია ლარნაკები (35ც) , გრაფინები (7ც), მაკრატლები (37ც), კედლის საათები (12ც), საყვავილეები (5ც), სურათის ჩარჩოები (7ც) და ჩაის ელექტრონული დასაყენებლები (4ც) - რომელთა ჯამური ღირებულება 1121 ლარს აღწევს ( მიმწოდებელი - თამარ თედორაძე ).

ივლისსა და აგვისტოში ნაყიდ 5 კომპიუტერს ( ჯამში 6000 ლარამდე ღირებულების ) და ფერად პრინტერს (1850 ლარი ) თებერვლის თვეში შესყიდული 20 ახალი კომპიუტერისა და შვ-თეთრი პრინტერის შესყიდვა მოჰყვა, რომლებიც ხელშეკრულების თანახმად ჯერ არ გადასცემია მერიას, ხოლო მისი ჯამური ღირებულება 37 751 ლარს შეადგენს (მიმწოდებელი - შპს „იუ-ჯი-თი“ - ერმილე სულაძე).

ყველაფერი ამის შეძენას, რა თქმა უნდა "პროფესიული" მენეჯერული თვისებები სჭირდება, რაც უმალ შეუნიშნავს მუნიციპალიტეტის მერს და მენეჯერული თვისებების ასამღლებლად გააფორმა ხელშეკრულება "მენეჯმენტის სფეროში პროფესიული მომზადების შესახებ" - რაშიც ლანჩხუთელების ჯიბიდან 2500 ლარი გადაიხადა ( მიმწოდებელი - ა(ა)იპ პოლიტიკური ბრენდინგის და პრობლემების მართვის ცენტრი - თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე).

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია არამიზნობრივად გაფლანგული საბიუჯეტო სახსრებისა (თუმცა ეტაპობრივად სააშკარაოზე გამოვიტან თითოეულ დახარჯულ თეთრს) , რომელიც ლანჩხუთელების ჯიბიდან ივსება და მერისა და მისი ამალის საამებლად იხარჯება, ხოლო რიგითი ლანჩხუთელი ამ ყველაფერს შორიდან შესცქერის და პურის ფქვილს, რათა მშიერი არ მოკვდეს, განვადებით ყიდულებს”- ამბობს ცინცაძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია