შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მამუკა ბახტაძე ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს შორის დასახელდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36961 
 16 მარტი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს შორის დასახელდა. ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა სიაში ყოველწლიურად ის ლიდერები ხვდებიან, რომლებიც ცვლილებების განხორციელების უნარით არიან დაჯილდოებულნი და რომლებსაც მსოფლიოში მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა, ხედვა და პოტენციალი აქვთ.

ორგანიზაციამ  მამუკა ბახტაძე ლიბერალური რეფორმების გამტარებლად მოიხსენია. 

„ყველა მათგანი არღვევს საზღვრებს უშუალოდ მათ სფეროში და ასევე სხვა მიმართულებით. დიდი მოლოდინი გვაქვს მათ მიმართ და ვიცით, რომ მათ გააჩნიათ ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი მომავლისთვის საჭირო ახალი ლიდერული ხედვა და ქცევის მოდელი შექმნან“, - აღნიშნულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ გვერდზე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია