შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილის პარკისთვის მოთხრილი ხე გზაში გაიჭედა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36949 
 16 მარტი 2019

გიგანტური ხე, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთი სოფლიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადაჰქონდათ, გზაში გაიჭედა. 

ხის გადატანის სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო. პროცესში ჩართულია მძიმე ტექნიკა. დაახლოებით, დილის 5 საათისთვის გიგანტური ხე სოფლების ზენითისა და აჭყვისთავს შორის გაიჭედა და მისი გადაადგილება ამ დრონდე ვერ ხერხდებოდა.

სოფელს მთელი ღამის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ხის გადატანის გამო სოფლის დამაკავშირებელ გზებზე მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია.

ცნობისთვის, სოფელი ზენითიდან გიგანტური ხის გადატანა 2 მარტს დაიწყო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია