შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აფხაზეთის ომში დაღუპული ალექსი ბერაძეს ცხედარი, მშობლიურ სოფელ ბუკნარში გადაასვენეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36968 
 17 მარტი 2019

17 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის მკვიდრი, აფხაზეთის ომში დაღუპული ალექსი ბერაძეს ცხედარი, 26 წლის შემდეგ მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს. 
უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით განხორციელდა.
ბუკნარის მარიამ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ჩოხატაურელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ აკაკი შენგელიამ, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა