შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შიში არის ის რაც ყველა ადამიანს აქვს და თუ ვერ გადალახავს, ის აღარაა ადამიანი"- ირინა სარიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36964 
 16 მარტი 2019

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ერთი მოხუცი ქალბატონის ინტერვიუ ვნახე ხურვალეთიდან… 
შემზარა… არა ამ ქალბატონმა, არამედ მისმა დაჩაჩანაკებულმა მდგომარეობამ, იმდენად დაჩაჩანაკებულმა რომ ორი დღე დარჩენია საიქიომდე (ყველა წამსვლელები ვართ) და საკუთარი სიმშვიდისთვის და მათხოვრული მყუდროებისთვის შვილების და შვილიშვილების მომავალს წირავს – წაიღონ ჩემი ეზოც რუსებმა ოღონდ მშვიდობა იყოსო… 
ცოდოა ეს ქალბატონი, ძალიან ცოდო… ისევე როგორც ყველა, ვინც შეიძლება სკოლაში ისწავლა “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი”, მაგრამ რას ნიშნავს ეს აფორიზმი, ვერ გაიგო. ვერ გაიგო ერთი უბრალო მიზეზის გამო – შიშმა, გადაულახავმა შიშმა დაუბინდა გონება და ამ შიშის გამო მხადაა ყელი გამოღადროს ნებისმიერს, ოღონდ არა მტერს, ნებისმიერს, ვინც მას მონურ მყუდროებას ურღვევს. 
შიში ყველა ბოროტების სათავეა. 
შიში არის ის რაც ყველა ადამიანს აქვს და თუ ვერ გადალახავს, ის აღარაა ადამიანი."-წერს სარიშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია