შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რა დონეზე უნდა დაეშვას ადამიანი, რომ მოძალადეს და გამაუპატიურებელს იქეთ ელაქუცოს"- ზურაბ გურული

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36971 
 17 მარტი 2019

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი,მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული სოციაურ ქსელში წერს:

"ღირსება ქუჩის მაწანწალა ძაღლსაც კი აქვს და უგულოდ მიგდებულ საჭმელს პირს არ დააკარებს და რა დონეზე უნდა დაეშვას ადამიანი, რომ მოძალადეს და გამაუპატიურებელს იქეთ ელაქუცოს, კი არ მეძალადება, უბრალოდ უნებურად შემოვეუპატიურეო.
ქართულო სახელმწიფო და არასახელმწიფო მედიის თანამშრომლებო, საოკუპაციო ზოლთან რომ ჩადიხართ და გაუბედურებული, გაზომბებული, წვრილფეხა, მოძალადე დივერსანტების მიერ დამუშავებული მოსახლეობისაგან რომ იღებთ ინტერვიუებს და გახარებულ-ნიშნისმომგები ტონით გადმოსცემთ, საოკუპაციო ზოლზე სიწყნარეა და ქართველი სამოქალაქო აქტივისტები არ გვაცლიან მშვიდად ცხოვრებასო, ტვინის ნატამალიც აღარ შეგრჩათ?
იმის მაგივრად რომ საკუთარ სახელმწიფოს, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოთ რა სტრესში ცხოვრობს საოკუპაციო ზოლის მოსახლეობა, დაუღალავად ითხოვდეთ მათი სამოქალაქო უფლებების დაცვას, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას, ამხელდეთ ოკუპანტთა პერმანენტულ პროვოკაციებს, გაბრწყინებული სახეებით გადმოსცემთ რომ იქ არაფერი ხდება და რომ თურმე ისევ ქართველები აღიზიანებენ ზრდილობიან ოკუპანტებს.
გასაგებია რომ სახელმწიფო არა გვაქვს და შესაბამისად არც სახელმწიფო ღირსება და თავმოყვარეობა, ინდივიდუალურიც სულ გაგიქრათ?
დარჩა რამე საკუთარი უბადრუკი არსებობის გარდა, რაც შეგძრავთ და ღირსებას გაგიღვიძებთ?"- წერს გურული.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია