შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სუს–ის მიერ პასუხისგებაში მიცემულ პირებს გირაო შეეფარდათ

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21798 
 16 მარტი 2019
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ პასუხისგებაში მიცემულ პირებს, სასამართლომ გირაოს სახით, სხვადასხვა ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა. თაღლითობის ფაქტზე, დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ოთარ ყ.–ს სასამართლომ აღკვეთის სახით 4 000 ლარი გირაო შეუფარდა;ახალციხის მერის ყოფილ მოადგილესა და ამჟამად ახალციხე–ადიგენში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსს, ზაზა გელაძეს – 2 000 ლარი;ქონების მართვის სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს მამუკა პრუნაშვილს – 2 000 ლარი;ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, ამჟამად ამავე საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული კომისიის, ასევე სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრს სამველ ოვეიანს – 1 000 ლარი;ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფროს სპეციალისტს მოსაკრებლებისა და გადასახადების საკითხებში, ამჟამად კი ახალციხის მერიის ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტს გელა მერაბიშვილს – 1 000 ლარი.გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქე ოთარ ყ-მ 2015 წელს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა 2007 წლამდე ფლობდა საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს და ითხოვა აღნიშნული ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. ამავე კომისიის თავმჯდომარე ზაზა გელაძემ, კომისიის წევრებმა სამველ ოვეიანმა, გელა მერაბიშვილმა და მამუკა პარუნაშვილმა არ შეისწავლეს ოთარ ყ-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით დააკმაყოფილეს მისი უკანონო მოთხოვნა. შედეგად, ოთარ ყ-მ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა და მოტყუებით მიისაკუთრა ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია