შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არცერთი ბავშვი ღიმილის გარეშე

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 05 ოქტომბერი 2018

დღეს ბოლნისის სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი პატარების ჟრიამულმა მოიცვა. არცერთი პატარა ღიმილის გარეშე! ყოველი გაცინება უფრო მეტს ხდის სამყაროს! ამ დევიზით ბოლნისს ჯამბაზების ჯგუფი გერმანიიდან ესტუმრა. ფერადი სამყარო, მუსიკა და საპნის ბუშტები, მხიარულმა ადამიანებმა ერთ სივრცეში მოაქციეს და პატარების განწყობის შესაქმნელად 45 წუთიანი პერფორმანსი წარმოადგინეს. პატარების გაბრწყინებული სახეები, ემოციური შეძახილები და ბევრი ღიმილი იმის დასტურია, რომ ჯამბაზთა ჯგუფის მისია ბოლნისში შესრულებულია. „კლოუნები საზღვრების გარეშე“ საქართველოში 8 ოქტომბრამდე დარჩებიან და კიდევ ბევრი ბავშვის გახარებას შეძლებენ. „კლოუნები საზღვრების გარეშე“ არის ხელოვანთან ინიციატივა და იდეა, იუმორითა და სიცილით უკეთესობისკენ შეცვალონ და გაახალისონ იმ ბავშვების ემოციური მდგომარეობა, ვინც არ არის განებივრებული მსგავსი ღონისძიებებით, ყველას მიანიჭონ სიყვარული და ბევრი ღიმილი“, აღნიშნა ორგანიზაცია „ცხოვრების შანსის“ წარმომადგენელმა ხატია მაღლაკელიძემ.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია