შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდაში ორი კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21800 
 17 მარტი 2019
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო.სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ღამის საათებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში, გ.მ-მ შელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის მიზნით, დანით ჭრილობები მიაყენა ს.პ-ს და პ.მ-ს, რომლებიც მიყენებული სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 11 აგვისტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ორი ან მეტი პირისა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.ნახეთ ამავე თემაზე "სამხრეთის კარიბჭეს" მასალები:ნინოწმინდაში, სოფელ სათხაში ორი კაცი მოკლესნინოწმინდაში ორი კაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავესნინოწმინდაში ორი კაცის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდაპროკურორი: ‘ბრალდებული ნინოწმინდაში მაშინ დააკავეს, სისხლიან იატაკს რომ წმენდდა’[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება