შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მესტიელმა ქალმა უცხოელი ტურისტები მოძებნა, რომელთაც მასთან დიდი ოდენობით თანხა დარჩათ

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 18 მარტი 2019
მესტიის მცხოვრებმა მზიური ჯაფარიძემ, რომელსაც კერძო სასტუმრო აქვს და ტურისტებს მასპინძლობს, ნომერში ფული იპოვა, რის შემდეგაც ტურისტებს დაუკავშირდა და აუხსნა, რომ ფული დარჩათ:

„მანი, მანი გესტჰაუზი - თქო, ინგლისური არ ვიცი და ასე გავაგებინე. 3 გოგონა იყო ჩინეთიდან. გუშინ დილით გავიდნენ, მე მოგვიანებით შევედი ოთახში დასალაგებლად და საფულე ვნახე. რომ გავხსენი, ფული იყო, ჩინური და ასევე 800 დოლარი და კიდევ ევროები იყო. დავურეკე და ვუთხარი, ტიროდნენ და თუმოროო მითხრეს, ანუ ხვალ მოვალთ და წავიღებთო“, - უთხრა „ლაივპრესს“ მზიური ჯაფარიძემ.

სასტუმროს მეპატრონე ამბობს, რომ პოლიციას არ დაუკავშირდა, რადგან ტურისტები იპოვა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია