შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ორი ავარია დედოფლისწყაროში – გარდაცვლილები არიან 23 და 27 წლის მამაკაცები

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37471 
 18 მარტი 2019

დედოფლისწყაროში მომხდარ ტრაგედიას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, კიდევ ერთი მგზავრი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვლილები არიან სოფელ ზემო ქედში მცხოვრები 23 და 27 წლის მამაკაცები.

ორი ავარია რამდენიმე წუთის ინტერვალით მოხდა.

თავდაპირველად, სოფელ არხილოსკალოში ავტოავარიის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. ოპელის მარკის ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამობრუნდა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში იყო მძღოლი.

დაშავებული მძღოლის დახმარება სცადა მისმა მეგობარმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადას არ დაელოდა და საავადმყოფოში გადაყვანა დამოუკიდებლად სცადა.

მერსედესის მარკის ავტომობილით, რომელსაც ის გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, სოფელ ზემო ქედში, ცენტრალურ მაგისტრალზე, ტროტუარზე მდგარ განათების ბოძს და ხეს შეეჯახა.

ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 23 წლის გარდაცვლილ მამაკაცს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები