შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ – პროექტის ფარგლებში ბოლნისში მორიგი შეხვედრა მოეწყო

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 17 ოქტომბერი 2018

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბების“ ფარგლებში, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა.  პარტნიორი ორგანიზაციის ექსპერტებმა ლიზი სოფრომაძემ და ნინო ლოლაძემ წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე „მდგრადი კერძო-საჯარო დიალოგის ჩამოყალიბება და დაინტერესებული მხარეების ფართო წრის მოზიდვა და კომუნიკაციის მდგრადი მექანიზმების განვითარება“. ისაუბრეს მის განხორციელებასა და შემდგომ სამუშაო შეხვედრებზე. აღნიშნული შეხვედრების მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში ინვესტიების სტიმულირების მიზნით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებზე უწყვეტი საჯარო-კერძო პლატფორმის ჩამოყალიბებას.

„დღეს გაიმართა კერძო-საჯარო დიალოგის პლატფორმის პრეზენტაცია, რეგიონის განვითარების ცენტრის ექსპერტებმა ისაუბრეს თუ რა გზით და მეთოდებით მოხდება პლატფორმის ჩამოყალიბება, როგორ შეუწყობს ხელს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას მუნიციპალიტეტში და  მოიზიდავს ახალ ინვესტიციებს.  ეს იქნება მნიშნელოვანი იმისთვის, რომ გამყარდეს ურთიერთობა კერძო და საჯარო სექტორებს შორის, თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადავიდეს, რაც  გულისხმობს განხორციელდეს ერთობლივი პროექტები და ისეთი ღონისძიებები გატარდეს, რაც მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს კერძო სექტორის განვითარებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით,“აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის  ეკონომიკის სამსახურის პროექტერბის მართვის განყოფილების უფროსმა მერი აბრამიშვილმა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია