შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მილიარდერის ახირება ქვეყანას მილიონები უჯდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36973 
 17 მარტი 2019

ბიძინა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებისთვის  გათავისუფლებული გზა და განადგურებული ქარსაცავი ზოლები და ლანტჩაფტი- „ქართული ოცნების“ ლიდერი აჭარიდან და გურიიდან მრავალწლოვანი ხეების გადაზიდვას აგრძელებს. გზად ჭრიან ყველაფერს, რაც გიგანტური ხის გადატანას ხელს უშლის. მათ შორის ფიჭვებს, მიწას, ღობეებს.

კვალი, რომელიც გიგანტური ხის გადატანისას გარემოში დარჩა  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევაში მოხვდა. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი, რა მდგომარეობაშია აჭარის ქარსაფარი რიგები. კვლევას დოკუმენტური ფოტომასალა ახლავს და დეტალურადაა აღწერილი რომელ სოფელში რა ვითარებაა. დასკვნა საგანგაშოა, რადგან იმ სოფლებში, სადაც გიგანტური ხეების მოყვარული კაცის სურვილით, გიგანტურმა ნაქანებმა გაიარეს თითქმის სრულად ან ნაწილობრივ განადგურდა ქარსაფარი ზოლები.

გაწერილია ხარჯიც, რომლითაც ქარსაფარი უნდა აღდგეს. მაგალითად სოფელ კვირიკეში მილიარდერის მიერ დაზიანებული ადგილის რებილიტაცია-აღდგენასშვიდი წელი და 178, 000 ლარი სჭირდება.

დასკვნაში მოხვდა ხუცუბანი. დოკუმენტში წერია, რომ  გაიჩეხა ქარისგან დასაცავად დარგული ევკალიპტები და არასწორად გადაიბელა ეს ნაძვები. აღდგენას 111 000 ლარი სჭირდება.

ზარალი, რომელიც გარემოს მიადგა და რომლის აღდგენას მილიონები სჭირდება, ბიუჯეტიდან უნდა ანაზრაურდეს. 

"რუსთავი 2"

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია