შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილს არ სურს ხელისუფლების დაკარგვა, ამიტომ მაქსიმალურ რადიკალიცაზე წავა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36975 
 18 მარტი 2019

"ივანიშვილი ახლა საგარეო და საშინაო თვალსაზრისითაც არის ორ ცეცხლს შუა. ერთის მხრივ დასავლეთი აწვება და სთხოვს უფრო მეტად დემოკრატიული უნდა იყო. აქეთ რუსეთი სთხოვს, თქვი ხმამაღლა, რომ არ უნდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება და ამაშია ახლა გაჭედილი.

ვერც ერთი ხელისუფალი საქართველოში, თუ ის სერგო ორჯონიკიძე არ იქნება, ვერ გაბედავს უარის თქმას დასავლეთის კურსზე.  

ივანიშვილის, იმისთვის რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს 2020 წლიდან, ძალიან დიდი თანხის გადახდა მოუწევს და ის ამაზე თანახმა იქნება, რადგან მას არ სურს ხელისუფლების დაკარგვა და  იმ მდგომარეობის მიღება, როდესაც ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, ამიტომ ის მაქსიმალურ რადიკალიცაზე წავა. მით უფრო, როცა მეორე მხარეს მთავარ ოპოზიციურ ძალად ისევ სააკაშვილი რჩება. ამისთვის დასჭირდა მას ღარიბაშვილი, აგრესიული ლიდერი და ამავდროულად მორჩილი ივანიშვილის. 

მე არ მგონია, რომ ივანიშვილის გუნდს ექნება ერთი კრეატიული ბერკეტი მაინც, რომ "ოცნება" გადაარჩინოს. რაც არ უნდა ძლიერი სივის ადამიანები მონახოს ახლა, ახალი სახეების სახით, ისევე ჩავარდება, როგორც ჩაუვარდა მას მისი პროექტი 2030. 2018 წელს მან ყველაფერი გააკეთა, რომ გაეთრია სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, ანუ, ის წავიდა რადიკალიზაციაზე, მე მას ვურჩევ, რომ ეს მას დაღუპაბს და არა მარტო მას, არამედ ქვეყანასაც შეუქმნის საფრთხეს. "-განაცხადა ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა, ირაკლი ტაბლიაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
პოლიტიკა