შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინა ივანიშვილი შეეცდება არჩევნებზე ბითუმად იყიდოს ყველაფერი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36976 
 18 მარტი 2019

"ბიძინა ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. 

ივანიშვილმა ახლა აირჩია სხვა გზა. მას არა აქვს ილუზია, რომ ელექტორატს მოიზიდავს. ამიტომ, დაიწყო ხელისუფლების, რესურსების მონოპოლიზაცია. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მართლმსაჯულება და ფინანსური რესურსების მონოპოლიზაცია.

ის უკვე არჩევნებთან ახლოს გადახედავს რა ლანდშაფტი იქნება და ბითუმად იყიდის ყველაფერს, რასაც ჩათვლის რომ მისთვის საჭირო იქნება. არ დაჭირდება და წიხლს ჩააზილავს. ასეთია ახლა მისი ხედვა. ღარიბაშვილის დაბრუნებაც უკავშირდება მის პოლიტიკურ დეპრესიას. 

ტრაგი-კომიკურია ყველაფერი, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ივანიშვილი ახლა დგას ყველაზე დიდი დილემის წინაშე, რაც მან ააშენა, ის არის აბსოლუტურად გაუგებარი კონსტრუქცია, რომელიც ვერ განვითარდა და დეგრადირდა. ეს ბაბილონის გოდოლი, არის ნგრევის პროცესში და ამას არაფერი არ უშველის. ეს უკვე დასრულებულია. მაგრამ, საზოგადოების საფიქრალი არის ახლა ის, რომ როგორ გამოვიდეთ ამ პროცესიდან ისე, რომ არ დაზარალდეს სახელმწიფო. ეს გარდამავალი ეტაპი მაქსიმალურად რბილად და მშვიდობიანად უნდა გავიაროთ"-განაცხადა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია