შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“რაღაც სისულელეები მომესმა…” – ვაშაძე სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36984 
 18 მარტი 2019

 პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრამდე განაცხადა. ვაშაძე სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩემი არჩევა მოხდება თუ არა თავჯდომარედ, ამას ყრილობა იტყვის. რაც შეეხება ჩვენი ლიდერის განცხადებას, ნდობისთვის დიდი მადლობა. რაღაცები მომესმა, მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის და მსგავსი სისულელეები! მიხელ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი და ლიდერია და ყველა ის ცვლილება, რაც ამ პარტიის ფორმირებაში ხორციელდება, მისი ინიციატივით ხდება, იმიტომ რომ იმ მძიმე პოლიტიკურ პერიოდში, რომელშიც ჩვენ შევდივართ, პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც დროშას აიტაცებს და აღნიშნა, რომ პირადად დაუჭერდა მხარს გრიგოლ ვაშაძეს.

წყარო: "რეზონანსი"

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია