შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგიონული ტრენინგი ჩატარდა

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 18 ოქტომბერი 2018


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც ორწლიანი ციკლის ფარგლებში, 2017 წლის აპრილის თვეში დაიწყო და 2019 წლის მარტამდე გაგრძელდება. ტრენინგის პროგრამა საქართველოს მუნიციპალიტეტის ფონდის მიერაა შემუშავებული და გათვლილია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის სივრცითი დაგეგმვის, აქტივების მართვისა და კაპიტალურ საინვესტიციო გეგმების თემებზე. ტრენინგი რეგიონულია და გათვლილია ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისთვის.
ლადო ვარძელაშვილი, არქიტექტორი, ურბანისტი:
-დღევანდელი ჩვენი სწავლება არის გაგრძელება იმ ორწლიანი ციკლისა, რომლის ფარგლებშიც ვთანამშრომლობთ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებთან, ანუ ვინც პასუხისმგებელია დასახლების გარემოს ხარისხზე. ტრენინგის მიზანია დავადგინოთ ჩვენი ქვეყანა, დაწყებული განსახლების სისტემით, მთელი ქვეყნის ტერიტორიითა და დამთავრებული, განაშენიანების რეგულირების გეგმებით ადგილობრივ და შუალედურ დონეებზე. დღეს ვისაუბრეთ მესტიის მუნიციპალიტეტის მაგალითზე, როგორც ყველაზე საინტერესო, რთული, მწვავე პრობლემატიკა, ვინაიდან სივრცითი მოწყობა არ არის მხოლოდ ფიზიკური გარემოს ორგანიზება. ეს ეკონომიკაცაა, ტურიზმიც, ეკოლოგიაც, ინფრასტრუქტურაც და ა.შ. ეს არის კარგი მაგალითი, რომელსაც წარმოადგენს მიმდინარე პროექტი.
ვფიქრობ, ტრენინგი საინტერესოდ ჩატარდა, ბევრი შემხვედრი კითხვაც იყო. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდობა აქტიურადაა ჩართული.
ნატო ალთუნაშვილი, თეთრიწყაროს მერიის მთავარი არქიტექტორი:
-ტრენინგი ეხებოდა სივრცითი მოწყობის საკითხებს მუნიციპალურ დონეზე, გავეცანით მესტიის მუნიციპალიტეტის მაგალითზე, თუ როგორ მოხდა იქ სივრცით ტერიტორიის დაგეგმვა როგორც მუნიციპალურ დონეზე, ტრენინგების დასასრულს, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად რათა შევიმუშაოთ თითოეულ მუნიციპალიტეტში განვითარების გეგმები.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია