შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილმა იურიდიულად ისედაც გააუქმა ჩემი თავმჯდომარეობა და აბა საიდან გადავდგებოდი?“- სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36995 
 18 მარტი 2019

მიხეილ სააკაშვილი „უკრაინსკაია პრავდას“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილი საქართველოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტიდან მიდის.

„კლასიკური ტყუილი! ივანიშვილმა იურიდიულად ისედაც გააუქმა ჩემი თავმჯდომარეობა და აბა საიდან გადავდგებოდი? მოძრაობას ახლა ფორმალურად თავმჯდომარე არ ყავს და ამიტომ უნდა ავირჩიოთ, მაგრამ ელექტრონული კენჭისყრით. ამიერიდან ყველა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ აქტივისტებმა“, აცხადებს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ცოტა უფრო ადრე, ორშაბათ დილით „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ ყრილობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი მას „არ უშვებს ქვეყანაში და „ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში... მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა“, რადგან პარტიას „ადგილზე ლიდერი“ სჭირდება.

სააკაშვილი მისთვის სასურველ ასეთ ლიდერად გრიგოლ ვაშაძეს ასახელებს და ამბობს, რომ თავად სწორედ მას დაუჭერდა მხარს.

" გარდიანი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება