შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შემოდგომიდან ურეკის მოსახლეობას წყლისა და კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურა ექნება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36997 
 18 მარტი 2019

საკურორტო ზონებში წყალმომარაგება - წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება. დაბა ურეკში წყლისა და კანალიზაციის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

დაბა ურეკში წყალმომარაგება - წყალარინების ცენტრალური სისტემა დღემდე არ არსებობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ურეკს წყლისა და კანალიზაციის სრულიად ახალი, გამართული ინფრასტრუქტურა ექნება. პროექტის დასრულების შემდეგ, 3 000 - მდე ადგილობრივი და იქ ჩასული ათასობით დამსვენებელი 24 - საათიანი წყალმომარაეგბით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

აღსანიშნავია, რომ დაბა ურეკში ექსპლუატაციაში პირველად შევა წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება. შედეგად, მნიშვნელოვნად შეამცირდება შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.

ურეკის წყალმომარაგება - წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოს საერთო ღირებულება 78 მლნ ლარზე მეტია, პროექტებს აზიის განვითარების ბანკი (ADB ) აფინანსებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია