შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მალაშხია: ივანიშვილს არჩევნებზე 1 ხმა 91 ლარი დაუჯდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36999 
 18 მარტი 2019

“ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე, შოთა მალაშხია „პოლიტიკური პლატფორმა- ახალი საქრთველოს“ ყრილობაზე, სიტყვით გამოსვლისას არჩევნების თემას შეეხო. მისი თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლის 1 ხმაში, 91 ლარი გადაიხადა.

“დღეს, ჩვენ სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ. ეს არის არჩევანი რომ გვინდა ვიცხოვროთ გეოპოლიტიკურ „სოფელში“, რომელსაც გვთავაზობს ივანიშვილი, თუ გვინდა ვიცხოვროთ წარმატებულ ქართულ სახელმწიფოში. ეს არჩევანი გასაკეთებელია. ან ვიქნებით რუსეთის დანამატი, ან საერთაშორისო სისტემის ნაწილი. ამის გაკეთება ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია.

ჩვენ ვართ ერთიანები და ეს ჩვენ დავამტკიცეთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ჩვენ გვქონდა სრულიად დაგეგმილი და გააზრებული საარჩევნო კამპანიის პროგრამა. ყველა ქვემეხიდან გავასროლინეთ ივანიშვილის პროპაგანდისტულ მანქანას. უკიდურესად დიდი თანხა გადაიხადეს ამაში. მეორე ტურში, ჩვენი ერთი ხმა დაგვიჯდა 70 თეთრი, ივანიშვილს კი ოფიციალური მონაცემით, 1 ხმა დაუჯდა 91 ლარი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება არ დავუშვებთ ანალოგიური ვითარების გამეორებას.“- განაცხადა შოთა მალაშხიამ.

"ნიუპოსტი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია