შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“როგორ მენანები მიწისთვის… შენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ უნდა კვდე­ბოდ­ნენ"…

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36982 
 18 მარტი 2019

ემიგრანტების იმედის” დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე, ოზურგეთში ავარიისას გარდაცვლილ მამუკა ნაცვალაძეზე, სოციალურ ქსელში წერს.

“როგორ მენანები მიწისთვის ყველა ტირის გურიაში დიდი და პატარა… რა უნდა ვუ­თხრათ შენს ოჯახის წევრებს, მე­უღ­ლეს, რით ვუ­თა­ნაგ­რძნოთ? შენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ უნდა კვდე­ბოდ­ნენ… „გული მომიკვდა კიდე არ მჯერა რომ აღარ ხარ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული მამუ ღმერთმა გამძლეობა მიცეს შენს ოჯახს. ძალიან დიდი დანაკარგი ხარ ყველასთვის“.

„მენანები მიწისთვის…“

გარდაიცვალა 25 წლის მამუკა ნაცვალაძე.
მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო.
თავდადებით შრომობდი, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.
ასე იცხოვრე 25 წელი, ოცდაექვსი ვეღარ შეასრულე! თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. ყველანი თავს დაგენაცვლენ, ყველაფერი გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლეს _ სიცოცხლე ვერ დაგიბრუნეს… ვერ შეძლეს ექიმებმა შენი გადარჩენა (ბაიკერი საავადმყოფოში გარდაიცვალა… ფეხმძიმე მეუღლე სწორედ იმ საავადმყოფოში იმყოფებოდა კონსულტაციაზე და იქ გაიგო ეს შემზარავი ამბავი)

ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი… ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ბედისწერამ საამაყო ვაჟკაცი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა.

არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი"-წერს სიხარულიძე.

შეგახსენებთ ოზურ­გეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 25 წლის ბაიკერის, მამუკა ნაცვალაძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მო­ტო­ციკ­ლი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი ადგილზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც კლი­ნი­კა “მე­დალ­ფას” დი­რექ­ტორ­მა და­ვით მდი­ნა­რა­ძემ გა­ნუაცხა­და, მას სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276 – ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია