შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ექსკლუზივი: გურიანთის საჯარო სკოლა გაქურდეს, ეჭვმიტანილები ამავე სკოლის მოსწავლეები არიან

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36983 
 18 მარტი 2019

როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, ქურდობა მოხდა გურიანთის საჯარო სკოლაში. 

წაღებულია პერსონალური კომპიუტერენი, პრინტერი და პროცესორი. 

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილები ამავე სკოლის მოსწავლეები არიან, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. 

პოლიციამ მოპარული ნივთები ერთ-ერთი მათგანის სახ;ლიდან ნივთმკიცებად ამოიღო. 

გურიანთის საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა შარაძის თქმით, სკოლაში ქურდობის ფაქტი გასულ კვირას მოხდა და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ქურდებმა სკოლაში არსებული ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარეს. 

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია