შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მოულოდნელი მეგობრობა" ანუ ამბავი უკან დაბრუნებლი 1000 აშშ დოლარისა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36991 
 18 მარტი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მცხოვრები ვლადიმერ ღლონტი უკვე წელიწადია ე.წ. "რაიკომის გვერდით მდებარე პროფილაქტიკაში" , ლერმონტოვის ქუჩა, ელექტრომექანიკოსად მუშაობს.

გუშინ დაახლოებით 17 საათზე, ვლადიმერის  საამქროსთან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების მკვიდრი ვასილ გობრონიძე მივიდა და ელექტრომექანიკოს დახმარება სთხოვა.

გობრონიძეს ახალნაყიდი "მერსედეს ე კლასის" შიდა სალონის სარკე ქონდა ჩამოვარდნილი და მისი შეკეთება უნდოდა:

"სანამ ამ ავტოსერვისში მივიდოდი რამდენიმე "ელექტრიკთან" ვიყავი და ყველამ უარი მითხრა, დრო არ მაქვსო"-იხსენებს "გურიის მოამბესთან" საუბარში გობრონიძე.

"როცა ჩვენთან მოვიდა საამქრო უკვე დაკეტილი იყო, ტანსაცმელი, სამუშაო, გამოცვლილი მქონდა და სახლში მივდიოდი, მაგრამ მთხოვა და მიუხედავად იმისა რომ ადრე არასოდეს მენახა და არ ვიცნობდი უარი ვერ ვუთხარი გაკეთებაზე" - გვითხრა ღლონტმა.

ელექტრომექანიკოსმა  გაფუჭებული სარკე შეაკეთა და სახლში წავიდა, ისევე როგორც მანქანის მეპატრონე.

თუმცა გობრონიძემ  გადაწყვიტა გზად ავტოსამრეცხაოზე შეევლო და სანამ მრეცხავს მანქანის გასაღებს გადასცემდა, ბავშვის მიერ მძღოლის გვერდით საჯდომზე დატოვებული ნარჩენებიდან მანქანის დასუფთავება დაიწყო. რა დროსაც მან საფულე დაინახა:

"საფულე გახსნილი იყო, დოკუმენტები დავინახე, პასპორტი, მართვის მოწმობა, მივხვდი რომ ჩემი არ იყო და ვიღაცას დარჩა, რადგან ე.წ. "ბუმაჟნიკში" ცალკე დიდ გროვად დოლარები ეწყო, ცალკე ლარები. ფული არც დამითვლია, არ ვიცი რამდენი იყო, იმ წამსვე მივხვდი რომ ავტოსერვისში ყოფნისას მოხელეს დარჩებოდა, რადგან სურათიც მას მივამსგავსე.. უმალ უკან წავედი, მივედი ადგილზე, მაგრამ მოხელე იქ აღარ იყო, მის თანამშრომლებს ვკითხე და არაფერი დაკარგვიაო მითხრეს. შემდეგ ვანახე საფულე და გადავეცი მათ. დაურეკეს იმწამსვე, მოხელეს, რომელიც ვლადიმერ ღლონტი აღმოჩნდა, ისიც უმალ მოვიდა. ძალიან დაბნეული იყო, გაუკვირდა ყველას რომ დავაბრუნე, ჩემდა გასსაკვირად სადაც მოვყევი ეგ ამბავი ყველას უკვირს "აბდალი ყოფილხარ ბიძია შენო" მეუბნებიან"-გვიამბო გობრონიძემ.

"არც ვიცოდი თუ დავკარგე, მამაჩემს აქვს პრობლემა ჯანმრთელობის და საოპერაციო ფული იყო, თბილისში უნდა წავიყვანო სასწრაფო საოპერაციოა, ბანკიდან მქონდა გამოტანილი სესხი, ათასი დოლარი და 200 ლარი იდო საფულეში"- თქვა ღლონტმა.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია