შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს "ჯიპებს" 50 სედანის ტიპის ავტომობილით ჩაანაცვლებს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30444 
 19 მარტი 2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი ავტომობილებით ქალაქის პირობებში მომუშავე ოპერატიულ მაღალი გამავლობის "ჯიპებს" ჩაანაცვლებს. ასევე სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი დნმ ლაბორატორიისთვის ინვენტარს შეიძენს.


უწყების ინფორმაციით, სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა. ამ მიზნით საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განთავსდება ახალ ადმინისტრაციულ შენობაში. საექსპერტო-კრიმინალისტიკურ შენობაში დაგეგმილია დნმ ექსპერტიზის დანერგვა, რაც მოიცავს გენეტიკური პროფილის მიხედვით პიროვნების იდენტიფიცირებას. ახალი ლაბორატორია ხელს შეუწყობს მომხდარ დანაშაულზე სწრაფ რეაგირებას. გამომდინარე აქედან მნიშვნელოვანია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტს ჰქონდეს სათანადო ლაბორატორიული ინვენტარი, რაც უზრუნველყოფს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელებას.


ლაბორატორიული ინვენტარის განთავსება განხორციელდება ბიოლოგიური დნმ, ქიმიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, ხელნაწერებისა და დოკუმენტების ექსპერტიზის, სახანძრო და ასაფეთქებელი მოწყობილობების, ტრსალოგიური და სხვა ლაბორატორიებში. შესასყიდი ლაბორატორიული ინვენტარი, ჩვეულებრივი საოფისე ავეჯისგან განსხვავებით, მზადდება სპეციალური მასალების გამოყენებით საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.







სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია