შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხელმძღვანელობა პარტიის სასარგებლოდ დატოვა’– ენმ–ს წევრები სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21816 
 18 მარტი 2019
„მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ჩვენი პარტიის სასარგებლოდაა, თუ ფიქრობს რომ დატოვოს თანამდებობა ე.ი. ზრუნავს პარტიაზე და ეს სწორ ნაბიჯად მიაჩნია“, – ამბობს ენმ–ს ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი. იგი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ვაშაძის წარდგენასაც უჭერს მხარს: „ალბათ პარტიაში სამომავლოდ კარგი ცვლილებები იქნება“. ენმ–ს ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელი ბაკურ გელაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო და მომავალშიც ასე იქნება: „მას დიდი წვლილი მიუძღვის პარტიის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში“. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს ადიგენის შტაბის უფროსს დავით ოგანეზიანს, თუმცა ამბობს რომ ახალი ხელმღძვანელი პარტიაში თავის ახალ ხედვას შეიტანს. სააკაშვილის ხელმძღვანელი პოზიციიდან წასვლის შესახებ კომენტარის გაკეთება არ სურს, ენმ–ს ადიგენის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს დავით ოგანეზიანს, თუმცა ფიქრობს, რომ ახალი თავმჯდომარე პარტიაში ახალი ხედვებით მივა: „ჩემთვის ნიკა მელიაც და გრიგოლ ვაშაძეც მისაღები კანდიდატებია ამ პოზიციაზე“. ენმ–ს ახალციხის შტაბის წევრი ირაკლი ბარძიმაძე ამბობს, რომ "მიშა არსად არ წასულა, არც პარტიიდან და არც ლიდერობიდან. მას ქვეყანაში არ უშვებენ და ამიტომ გადაწყვიტა და შემოვიდა ამ ინიციატივით. ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, ამისათვის საჭიროა რომ პარტია გადაეწყოს. გვეყოლება თავმჯდომარე აქ საქარველოში, რომელიც სხვადასხვა ქმედებებს განახორციელებს, ვთქვათ ორგანიზაციული თუ ადმინისტრაციული საკითხები იქნება ერთად გავივლით.მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ვიდეომიმართვა, სადაც ის საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აცხადებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუქის გვერდზე 18 მარტს, დილით გამოაქვეყნა.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია