შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმანში ხანძრის გამო სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21819 
 18 მარტი 2019
„მთლიანად დაიწვა სახლი. პირველ სართულზე ცხოვრობდნენ, მეორე სართული მოუწყობელი იყო. ხანძრის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ“, – ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ აბასთუმანში ვიქტორ მინაძე.მისი თქმით, დაზარალებულ ოჯახს უკვე შეხვდნენ ადიგენის მერი და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები:“ყველა საქმის კურსშია, ხანძრის დროს დილამდე იქ ვიყავი. დღესაც მოვინახულეთ ოჯახი, მიმდინარეობს ზარალის დათვლა და შეძლებისდაგვარად დავეხმარებით. ჩვენ შევთავაზეთ ქირით გაყვანა, მაგრამ მისმა ბიძაშვილმა თქვა, რომ ის შეიფარებდა დროებით“.ხანძარი ჩილაშვილების სახლში 17 მარტს, დაახლოებით, 01:00 საათზე გაჩნდა. რა გახდა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია. [თინათინ ზაზაძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი