შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21830 
 19 მარტი 2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, იური უნანიანის განცხადებით, სამუშაო ჯგუფში მერიის და საკრებულოს, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც არიან ჩართულები: „გვინდა, რომ ობიექტური და საფუძვლიანი გადაწყვეტილება მივიღოთ. გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მივიღებთ”. ახალქალაქში, ჭავჭავაძის ქუჩაზე კომერციული ფართის მფლობელები აცხადებენ, რომ ქუჩაზე მანქანების გაჩერების ამკრძალავი ნიშანი უკანონოდ დადგეს, რადგან ამავე ქუჩაზე მცხოვრები ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტი მარტინ თაკურიანის თხოვნა გაითვალიწინეს. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი მათ მომხმარებელი შეუმცირდათ.„ჩვენი სამი თვის კამერის ჩანაწერებს გამოგიგზავნით და ნახეთ, რომ აქ არავინ ხმაურობს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოს საპირფარეშოდ აქციეს მიმდებარე ტერიტორია ტყუილია, ჩვენ ტოტალიზატორში ორი საპირფარეშო გვაქვს, გარდა ჩვენი მომხმარებლებისა აქ ტაქსის მძღოლებიც კი მოდიან, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტუალეტი არ არის. ჩვენ ვიცავთ კანონს და 23:00 საათზე ვკეტავთ ობიექტს“, – ამბობს „ტოტალიზატორის“ მფლობელი ანნა ღრმაჯიანი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურში კი ირწმუნებიან, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ნიშანი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, კანონის სრული დაცვით დააყენეს. მსგავსი საგზაო ნიშანი, სადაც მანქანების გაჩერებაა აკრძალული, ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზეც დამონტაჟდება.[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია