შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მძღოლებს ნარკოტესტირების მიზნით პატრული ადგილზე ნერწყვითაც შეამოწმებს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21817 
 18 მარტი 2019
ამის შესახებ ინფორმაციას "ლიბერალი" აქვეყნებს. პირველი აპრილიდან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა კრიმინალიზებული ხდება.„ლიბერალის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, უწყებამ 550 000-ლარიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა და 10 000 ცალი პორტატული ნარკოტესტერი შეიძინა (თითოეულის ღირებულება 54 ლარია). პორტატული ნარკოტესტეტი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.ნერწყვის საშუალებით გამოავლენენ შემდეგი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების კვალს: მარიხუანის, ამფეტამინის ჯგუფის, მეტამფეტამინის (მათ შორის ექსტაზის), კოკაინის, ოპიატების (მორფის, ჰეროინის);ტესტის ძირითად მახასიათებლებში ვკითხულობთ, რომ ნერწყვის შეგროვებისათვის საჭირო დრო სამი წამი იქნება; რეზულტატი წაიკითხება დამატებითი მოწყობილობების გარეშე; სინჯის ბალიშზე საკმარისი ნერწყვის მოთავსებისას ვიზუალური ჩვენებისთვის შეიცვლის ფერს - წითლიდან ყვითელში;რეზულტატი ასახავს პოზიტიურ შედეგს (და არა ნეგატიურს) წითელი ფერის ხაზით; შესაძლებელი იქნება მიღებული შედეგის ამოპრინტერება ინტეგრირებული პრინტერით;დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მარიხუანის შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალება მიღებულია რვა საათის განმავლობაში; მათი თქმით, ტესტი ავლენს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების უმნიშვნელო კვალსაც კი.რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, ეს არის შპს „სოლემარტი", რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ზურაბ ტუკვაძეა.აღსანიშნავია, რომ პირველი აპრილიდან, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა დაისჯება ჯარიმით ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში 1 აპრილიდან ამოქმედდება.იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესი დაირღვა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში, სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქმედების ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა დგინდება კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნით, ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევაზე უარის შემთხვევაში – მხოლოდ კლინიკური დასკვნით.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია