შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სუს–ის მიერ ბრალდებული პირების სამსახურიდან გათავისუფლებაზე პროკურატურა იმსჯელებს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21818 
 18 მარტი 2019
გათავისუფლდებიან თუ არა ბრალდებულები დაკავებული თანამდებობიდან, ამ საკითხზე პროკურატურა იმსჯელებს.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი წევრები, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის ბიუროს უფროსი ზაზა გელაძე, ახალციხის საკრებულოს დეპუტატი სამველ ოვეიანი და ახალციხის მერიის ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტი გელა მერაბიშვილი სამსახურეობრივი გულგრილობის საქმეზე სუს–მა პასუხისგებაში მისცა. „გონივრულ ვადაში იმსჯელებს პროკურატურა, საჭიროა თუ არა ამ პირების სამსახურიდან გათავისუფლება, თუ ჩავთვლით საჭიროდ, რომ უნდა გათავისუფლდნენ, ამის შემდეგ მივმართავთ სასამართლოს. ამ ეტაპზე პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს“, – აცხადებენ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.საკრებულოს დეპუტატი სამველ ოვეიანი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი არც უნდა განიხილებოდეს: „63 წლის ალალი კაცი ვარ. მთელი ცხოვრება პატიოსნად ვმუშაობ. პროკურატურამ შეიძლება ეგრე იფიქროს, მაგრამ ხომ არის სასამართლო?!“გელა მერაბიშვილმა „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს არ უპასუხა.აღნიშნულ საკითხზე საუბარი სურს ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კოპაძის ბიუროს უფროსს ზაზა გელაძესაც: „სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე, მეტს ვერაფერის გეტყვით“.ზაზა გელაძე პასუხისგებაში უკვე მეორედ მისცეს. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუენებელი განაჩენი კანონიერ ძალაში გასულ წელს შევიდა. იგი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ცემაშია მსჯავრდებული, თუმცა ამ დრომდე დეპუტატის ბიუროს უფროსის პოზიცია უკავია. „ახლა შეუჩერებენ თუ არა მას უფლებამოსილებას, მაგას პარლამენტი გაარკვევს. გელაძე პარლამენტის თანამშრომელია, რადგან ჩემი ბიურო პარლამენტს ემორჩილება და მე პირადად არ განვკარგავ მის დანიშვნას, ან მოხსნას. კანონი რასაც მოითხოვს, ისე იქნება. ჩემი გადასაწყვეტი არ არის“, – ამბობს ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე.დეპუტატის სამველ ოვეიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან ახალციხის საკრებულოშიც: „ამ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს და დაველოდბით მათ პასუხს“, – გვითხრა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.ზაზა გელაძესთან, სამველ ოვეიანთან და გელა მერაბიშვილთან ერთად ასევე, სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალდებულია ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი მამუკა პარუნაშვილიც. იგი, ისევე როგორც გელაძე, პასუხისგებაში მეორედ მისცეს. პარუნაშვილს პროკურატურა 2018 წლის მაისში, ადიგენის მერიის სამ თანამშრომელთან ერთად, თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის ედავებოდა.სუს–ის საქმე კი ამჯერად 2015 წელს მომხდარ ფაქტს ეხება. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, კომისიის თავმჯდომარე ზაზა გელაძემ, კომისიის წევრებმა სამველ ოვეიანმა, გელა მერაბიშვილმა და მამუკა პარუნაშვილმა არ შეისწავლეს მოქალაქე ოთარ ყ-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით დააკმაყოფილეს მისი უკანონო მოთხოვნა. შედეგად, ოთარ ყ-მ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა და მოტყუებით მიისაკუთრა ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუს–მა ოთარ ყ. დააკავა. თუმცა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ისევე როგორც დაკავებულს, ასევე, ამავე საქმეში ბრლადებულ სხვა პირებსაც აღვეკთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. [თიკო ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი