შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცხინვალიდან 21-წლის გივიკო ბერუაშვილი გაათავისუფლეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/10941 
 19 მარტი 2019
21-წლის გივიკო ბერუაშვილი, რომელიც გუშინ საღამოს რუსმა სამხედროებმა დააკავეს, გაათავისუფლეს. ამის შესახებ qartli.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურიდან აცნობეს. ბერუაშვილი ქართულ მხარეს ერგნეთთან გადასცეს, შემდეგ კი, სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე მიიყვანეს. 21-წლის გივი ბერუაშვილი დიცთან რუსმა სამხედროებმა საღამოს საათებში დააკავეს. ბერუაშვილები თეთრიწყაროს რაიონში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ და გუშინ დიცში სტუმრად იმყოფებოდნენ. ,,საღამოს პაპასთან ერთად უქეიფიათ. ეს ბიჭი სტუმრად იყო ჩვენ სოფელში. ერედვის ნოსტალგია მოეძალა და ბაღებისკენ წასულა." - განუცხადა qartli.ge-ს მერის წარმომადგენელმა სოფელ დიცში მურმან ბადაშვილმა. ბერუაშვილები ერედვიდან არიან დევნილები და 2008 წლის ომამდე ერედვის განაპირა სოფელში, ბერულაში ცხოვრობდნენ. მიწის ნაკვეთი კი, რომელიც კახა ბერუაშვილის სახელზეა რეგისტრირებული, გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ,,იმ ადგილზე, სადაც ჩვენი ბაღია, მავთულხლართები გავლებული არაა. ჩემი შვილი ნასვამი იყო და ვერ განსაზღვრა ზუსტად, თუ სად გადის გამყოფი ხაზი" - განუცხადა მამამ ჟურნალისტებს. მამა ხედავდა, თუ როგორ მიდიოდა მისი შვილი ერედვისკენ (ბერულას მხარეს), თუმცა ვერ მოასწრო შვილის უკან მობრუნება. ფოტოზე: ბერუაშვილების ნაკვეთები გამყოფ ხაზთან (საკუთარი ფოტო)
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები