შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფინანსურმა პოლიციამ ფოთის მერიიდან დოკუმენტების ნაწილი ამოიღო

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 19 მარტი 2019
ფოთის მერიიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2015-2017 წლებში შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით დოკუმენტების ნაწილი ამოიღო. როგორც „ლაივპრესს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, საუბარია ერთ-ერთი კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე.

„ვსწავლობთ ერთ-ერთი კომპანიის საქმეს. ამოღებულია დოკუმენტები და მიმდინარეობს მათი შესწავლა. ეს არის 2015, 2016, 2017 წლების გარკვეული სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით დოკუმენტები. აი ამაზეა საუბარი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ჩვეულებრივ, როცა კომპანიის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, ასე ხდება დოკუმენტების ამოღება და შესწავლა“, - გვითხრეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ცნობისთვის, მანამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მთავარ პროკურატურას მიმართა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში, კერძოდ ფოთში, ხობში, წალენჯიხასა და სენაკში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით. ინფორმაცია „ლაივპრესს" აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს. ანგარიშებში, რომელიც აუდიტმა მოამზადა, საუბარია სისტემურ და კომპლექსურ ხარვეზებზე, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გამოვლინდა. მასალების მიხედვით, სამუშაოების ნაწილი დარღვევებით შესრულდა და სწორედ ასეთი ობიექტები ჩაიბარეს მუნიციპალიტეტებმა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია