შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამ პიროვნებას ნამდვილად აქვს უნარი იყოს გამაერთიანებელი ფიგურა"

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://newpress.ge/am-pirovnebas-namdvilad-aqvs-unari-iyos-gamaertianebeli-figura 
 19 მარტი 2019

24 მარტს დაგეგმილ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის საკითხის არჩევა განიხილება. 

ქუთაისს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის დეპუტაცია მხარს გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას დაუჭერს.

"თავმჯდომარეობის კანდიდატები ყრილობაზე დასახელდება, ამიტომ ძნელია წინასწარ თქმა, რამდენი კანდიდატი იქნება. მე, პირადად, მხარს გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერ, ის იყო ქუთაისის მერობის კანდიდატი და კარგად ვიცნობთ,  ამ პიროვნებას ნამდვილად აქვს უნარი იყოს გამაერთიანებელი ფიგურა.  ყრილობაზე იქნება სიახლეები პარტიის მენეჯმენტთან დაკავშირებით, რათა ჩვენ კიდევ აქტიურად ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რაც შეიძლება სწრაფად მოვაშოროთ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის მმართველობა",  -განაცხადა გიგა შუშანიამ.

მისი თქმით, პარტიაში მნიშვნელოვანი განახლება იგეგმება.  რაც შეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი თქმით, ის ყოველთვის იქნება პარტიის დამფუძნებელი და მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია