შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამხედრო სამსახურის გადავადება მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდლებისთვის- ინიციატივა დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36978 
 18 მარტი 2019

ირაკლი სესიაშვილი იმ მუხლის გაუქმების ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმადაც, წვევამდელებს, რომლებიც მღვდელმსახურები არიან, სავალდებულო სამხედრო მსახურების გადავადების საშუალება აქვთ. მისი თქმით, პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება, გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად. სესიაშვილის განმარტებით აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.

 

ირაკლი სესიაშვილის ეს ინიციატივა, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება