შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მილიონი მოქალაქის ხმას გავაგონებთ დაყრუებულ ხელისუფლებას“- კაციტაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36987 
 18 მარტი 2019

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება - "მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვისა" და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრას „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ესწრება.

როგორც კაციტაძემ განაცხადა, მაისის ბოლოს მოსახლეობის ხელმოწერების საჭირო რაოდენობა მზად იქნება პარლამენტში შესატანად.

„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად, რომლის მიზანია საარჩევნო სისტემაში სამართლიანობის აღდგენა, რაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით გამოიხატება. მესამე კვირაა, ხელმოწერების შეგროვების პროცესი გაშლილია ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენი მიზანია, მთელი ამ კამპანიის განმავლობაში მილიონი მოქალაქის ხმა გავაგონოთ დაყრუებულ ხელისუფლებას, რომ ეს მათი ნებაა და არა - ცალკეული ოპოზიციის, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ჩვენ ამ პროცესს არ გავწელავთ და დაახლოებით 20 მაისის ბოლოსთვის ხელმოწერების საჭირო რაოდენობას სამართლებრივი პროცესის დასაწყებად შევიტანთ პარლამენტში. თუმცა, ხელმოწერების შეგროვების კამპანიური ნაწილი კვლავ გაგრძელდება. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მთავარი პრობლემა პარლამენტშია, როცა ეს პროცესი დამთავრდება თავისი საჯარო განხილვიანად, მერე როგორ უპასუხებს საკუთარ ამომრჩეველს, მოქალაქეებს ქართული ოცნების ხელისუფლება. მათ ნებას როგორ გაითვალისწინებს.

ჩვენ გვყავს პარტნიორი რომელთა შორისაც არის თანხვედრა, როგორც იდეოლოგირი ისე საგარეო პოლიტიკური მხრითაც, მათ შორის არიან ნაციონალური მოძრაობის წამომადგენლები. თუმცა, პარტნიორ პარტიებში პროცესები საინტერესოა მიხედავ იმისა რომ მათი საქმეა განსაკუთრებით ეს ეხება მიხეილ სააკაშვილს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, როდესაც ხედავ რომ შენი ფაქტორი რაღაცაში უწყობს ხელს პარტიას მაგრამ რაღაცაში ხელს უშლის არ არის ურიგო მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც შენ თავისთვის არაპოპულარულია. ეს არ უნდა იყოს განაცხადება, რომელსაც დამაჯერებლობა აკლია ეს უნდა იყოს რეალობა“ - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია