შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასს აღემატება- საქსტატი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36988 
 18 მარტი 2019

„საქსტატი“ 2018 წლის IV კვარტლის ხელფასების სტატისტიკას აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქსტატიდან“ აცნობეს, 2018 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა და 1202.0 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2144.9 ლარი (წლიური ზრდა 0.6 პროცენტი);

მშენებლობა - 1956.4 ლარი (წლიური ზრდა -1.4 პროცენტი);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1902.0 ლარი (წლიური ზრდა 7.3 პროცენტი).

2018 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 906.0 ლარით, ხოლო კაცების ¬1468.5 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 46.5 და 81.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2018 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1318.7 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 77.2 ლარი).

2018 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 38.6 ლარით და 1012.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სხვა სახის მომსახურების სფეროებში დასაქმებულებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა