შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ვადამდელი არჩევნები შესაძლოა "ბოლის გაშვების“ ერთადერთი საშუალება იყოს” - გამზარდია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36990 
 18 მარტი 2019

მიხეილ სააკაშვილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და სრული მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა. სააკაშვილი ვიდეომიმართვაში გადადგომის მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანაში არყოფნა პარტიული საქმიანობისთვის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს.

რატომ გადადგა სააკაშვილი პოსტიდან და პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა , არჩილ გამზარდიამ ისაუბრა.

ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს უბრალოდ ტექნიკური პროცესია. რა არგუმენტიც თავად წარმოადგინეს, რომ ადგილზე მოქმედი თავმჯდომარის საჭიროება არსებობს, მართლაც ძნელია დისტანცირებულად მუშაობა.

„ევროპული საქართველოს" ცალკე გასვლის საფუძველიც ეს გახლდათ, როდესაც ეს იდეა თავის დროზე გაჩნდა, რომ საჭირო იყო ადგილზე ახალი ხელმძღვანელობა და სააკაშვილის რამდენადმე დისტანცირება, რასაც მაშინ უარი მოჰყვა. მეორე მხრივ, ეს გადაწყვეტილება შეიძლება კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტზე იყოს ორიენტირებული.

შესაძლოა გარკვეული კონსპირაციული თეორიის ვარაუდიც, - „ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში თუ აპირებს პოზიციონირებას, შესაძლოა სააკაშვილის პირდაპირი ფაქტორი ხელს უშლიდეს.

შესაძლოა, არიან პოლიტიკური სუბიექტები, ვინც სააკაშვილის ფაქტორს ნეგატიურად აღიქვამენ და გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში, სააკაშვილი შედარებით დისტანცირება იგულისხმებოდეს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან" მიხეილ სააკაშვილის მთლიანად დისტანცირება მოხდეს და მის გარეშე დამოუკიდებლად ბრძოლა.

გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამომრჩეველთა ეს რაოდენობა მთლიანობაში არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდეს. შესაბამისად, საჭიროება ჩნდება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა"ახალ ელექტორატზე გავიდეს.

ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" ცდილობენ ერთმანეთთან დაახლოებას, ამიტომ, შეიძლება რამდენიმე სტრატეგიული კომპონენტი ჰქონდეს ამ ჩანაფიქრს; მიხეილ სააკაშვილი შედარებით ფორმალურად გაიწევს თუ ეტაპობრივად მოხდება მისი გვერდით გაწევა, ამას დრო სჭირდება, რომ შევამჩნიოთ.

„ნაციონალურ მოძრაობას" ისე, როგორც თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას, სახეებისა და ლიდერების დეფიციტი აქვს და შეიძლება გრიგოლ ვაშაძეზე იყოს ანგარიშგაწეული, მაგრამ მიზნად რას ისახავს - ხელისუფლებაში მოსვლას, „ქართული ოცნებაც," რომ არ იყოს ხელისუფლებაში, თუ უბრალოდ შეეცდებიან, ამაზე უფრო ეფექტური სახით მოვიდნენ? არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან მცირე რაოდენობა ჰყავს დეპუტატების.

ვაშაძეს პარტიაში რა სტატუსი აქვს? თუ ის არის პარტიისათვის მნიშვნელოვანი და მისაღები სუბიექტი, მის თავმჯდომარედ დანიშვნას დადებით ეფექტი მოჰყვება, ვიდრე ისეთი პირის დანიშვნას, რომელზედაც პარტიის შიგნით წინაღობა არსებობს. ვაშაძეს პოლიტიკურ სუბიექტებთან ურთიერთობა კარგად ეხერხება. ის სხვადასხვა პარტია, რომლებიც მის გარშემო ტრიალებს, გრიგოლ ვაშაძის მიმართ საკმაოდ პოზიტიური განწყობის არიან და ეს პატარა ფაქტორი არ არის.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია