შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სურსათის სააგენტომ ახალციხის პირველი სკოლის სასადილო შეამოწმა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21834 
 19 მარტი 2019
სურსათის ეროვნული სააგენტო ახალციხის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გეგმიურ შემოწმებას ატარებს. „შეამოწმეს პროდუქტის ვადები, როგორ ვამზადებთ საკვებს, დაათვალიერეს მაცივარი. თუმცა, არც ჯარიმა დაუწერიათ და არც გაფრთხილება მოუციათ“, – გვითხრეს ახალციხის პირველ საჯარო სკოლის სასადილოში. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ, რომ პირველ სკოლაში დარღვევა არ დაუფიქსირებიათ: „ეს არ ყოფილა არც არაგეგმიური შესვლა, მაგალითად, ზარის საფუძველზე. ჩვეულბრივ გეგმიური შემოწმება იყო. ნებისმნიერი დარღვევა ითვალისწინებს სანქციას, თუმცა სანქცია არ ყოფილა ე.ი დარღვევაც არ ყოფილა“, – გვითხრეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი