შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21843 
 20 მარტი 2019
ზარზმის სკოლის რეაბილიტაცია, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 233 000 ლარი იხარჯება, 12 მარტს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითართების ფონდის დაკვეთით ხორციელდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კომფორტი XXI“ და მან სკოლის სრული რეაბილიტაცია უნდა განახორციელეოს. ზარზმის სკოლა ცხრა კლასიანია და 50–მდე მოსწავლე სწავლობს. იმისათვის რომ სასწავლო პროცესი არ შეფერხებულიყო, ბავშვები მლაშეს საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გადაიყვანეს. „მათთვის ტრანსპორტი გამოყოფილია და ყოველ დღე, ვიდრე სკოლის რეაბილიტაცია არ დასრულდება იქ ისწავლიან“, – გვითხრა ადიგენის რესურსცენტრის დირექტორმა ინგა ბოჭორიშვილმა.სოფელ ზარზმის სკოლის რეაბილიტაცია 2019 წლის 12 სექტემბერს უნდა დასრულდეს.[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება