შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კომპანიას, რომელსაც ივანიშვილის ხეები გადააქვს, კორუფციაში ადანაშაულებენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37004 
 19 მარტი 2019

"ნაციონალური მოძრაობა" შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და იმ კომპანიის საქმიანობის შესწავლას ითხოვს, რომელიც ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებაში მონაწილეობს.

ენმ-ს ინფორმაციით, ქობულეთში ნაპირ სამაგრი სამუშაოებისთვის ერთი მილიონ ლარი დაიხარჯა. ტენდერის გზით თანხა კომპანია “შარა-გზა-მშენ პირველმა” მიიღო, სამუშაოები კი საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატის კომპანიას შპს “ჯორჯ ტრანსს” დაუკვეთა.

„ამ კომპანიის უკან აღმოჩნდა კომპანია ჯორჯ ტრანსი, რომელიც ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამზიდ ადამიანებს და კომპანიას, რომლებმაც ციხისძირიდან ივანიშვილს რამდენიმე ხე აჩუქეს და თქვენ გახსოვთ ალბათ ის მოვლენები რომლებიც განვითარდა ციხისძირში საკრებულოს წევრების ცემის ფაქტები. სწორედ ეს დაუფასა ბიძინა ივანიშვილმა, აჭარის მთავრობამ, რიჟვაძის მთავრობამ და შესაბამისად ქობულეთის მერიამ შავიშვილებს. ეს გახლავთ ტენგიზ შავიშვილი და მისი ძმა და 1 074 999 ლარად მოგებული ტენდერის უკან აღმოჩნდა შავიშვილების კომპანია,“-განაცხადა”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რევაზ ხარაზმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა