შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის მეორე საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30455 
 21 მარტი 2019
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის მეორე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.

სკოლის ახალგაზრდული თვითმმართველობის საბჭოს თავმჯდომარის ლევან ჯაჯანაშვილის განმარტებით, ყველა კლასში საინფორმაციო პრეზენტაცია ჩატარდა.
„ჩვენც ვუერთდებით ამ თარიღს. სკოლის თვითმმართველობამ კლასებში პატარა შემეცნებითი პრეზენტაციები გამართა, რათა ჩვენი მეგობრებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, მიგვეტანა ის მესიჯი, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან. გავაკეთეთ დეკორაციები, რათა ეს დღე უფრო მრავალფეროვანი გამოსულიყო. ჩატარდა შეჯიბრი ჭადრაკში და გაიმართა კონცერტი.“


21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, შემეცნებითი ღონისძიებები იმართება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია