შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ გურჯაანის საბავშვო ბაღში, ღუმელთან გველი იპოვეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30456 
 21 მარტი 2019
სოფელ გურჯაანის პირველი საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტა. მიზეზი ქვეწარმავალია, რომელიც აღმზრდელებმა შენობაში აღმოაჩინეს.


როგორც ჩვენთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა შორენა ფროდიაშვილმა აღნიშნა, დილით მისულ აღმზრდეLს გველი ღუმელის ქვეშ დახვდა.
„ორშაბათს დილით საბავშვო ბაღი რომ გაიხსნა, ღუმელის ქვეშ ნახეს ქვეწარმავალი. დაახლოებით მეტრანახევარი სიგრძის იყო, რომელიც დარაჯმა და მეზობელმა კაცმა მოკლეს. ამ ეტაპზე ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. ჩართულია მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური. უნდა ჩატარდეს გარკვეული სახის სამუშაოები. აღმოჩნდა, რომ იატაკი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ასევე უნდა დამუშავდეს შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია. ამისთვის ერთჯერადად ხელშეკრულებას ვაფორმებთ სპეციალურ სამსახურთან. “

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, შენობაში გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა.
„ცალსახად არის გადაწყვეტილი, რომ ამ ბაღში ინფრასტრუქტურის კუთხით სამუშაოებია ჩასატარებელი. მერთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა უნდა გაკეთდეს. გამოიკვეთა იატაკის პრობლემა და ასევე შესაკეთებელია ჭერი. ორშაბათისთვის ყველაფერი გვეცოდინება, თუ რას ვაპირებთ კონკრეტულად ამ ბაღთან მიმართებით.“

რაც შეეხება აღსაზრდელებს, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სასწავლო პროცესის აღდგენამდე ისინი სხვადასხვა ბაღში არიან გადანაწილებული.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია