შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში გაშენებული ვენახიდან ბოძები მოიპარეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მარტი 2019
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ო. ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ვენახიდან რკინის 50 ბოძი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მოპარული რკინის ბოძები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე,  სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია