შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილებასაც უწყვეტენ

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21849 
 20 მარტი 2019
2018 წლის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოში სულ 17 რიგგარეშე და გეგმიური სხდომა ჩაატარა. წარმომადგენლობითო ორგანოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 17 სხდომიდან მხოლოდ სამს დაესწრო ყოფილი თავმჯდომარე და „პატრიოტთა ალიანისის“ წარმომადგენელი ზაზა ჩაჩანიძე. იგი 2018 წლის თებერვლის შემდეგ საკრებულოს სხდომებზე აღარ გამოცხადებულა, მარტიდან კი ბიუროს სხდომებსაც არ დასწრებია. ამის გამო ბორჯომის საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე დაიწყო მუშაობა.„რეგლამენტით გათვალისწინებული ექვსი თვე რომ გავიდა და საკრებულოს მუშაობაში არ იღებდა მონაწილეობას წერილი გავუგზავნეთ, რომ აეხსნა რატომ აცდენდა სხდომებს და ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი, თუმცა პასუხი დათქმულ ვადებში არ გაგვცა, დავიწყეთ შესაბამისი პროცედურები“, – გვითხრა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა. მისი თქმით, პროცედურები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება და ცესკო პარტიული სიის მიხედვით ახალ დეპუტატს წარადგენს საკრებულოში. რატომ არ ესწრებოდა სხდომებს ჩაჩანიძე უცნობია. „სამხრეთის კარიბჭემ“ მასთან დაკავშირება ვერ შეძლო. ბორჯომის საკრებულოს 28 დეპუტატიდან, ზაზა ჩაჩანიძის შემდეგ, გაცდენების რაოდენობის სიმრავლით „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატი გიორგი გიუაშვილი მოდის. იგი 2018 წლის განმავლობაში, საკრებულოში სულ ხუთ, ბიუროში კი ოთხ სხდომას დაეწრო. თუმცა, გიუაშვილი უფლებამოსილების შეწყვეტას იმით გადაურჩა, რომ ზედიზედ ექვსი თვე საკრებულოს სხდომის გაცდენა არ უფიქსირდება.გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ სხდომებს პროტესტის ნიშნად აცდნს: „ვინც მუდმივად არიან სხდომებზე რამეს აკეთებენ? ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ თითქმის არ მატყობინებენ სხდომების თარიღებს, მეორეც ეგენი ყველა გადაწყვეტილებას ფორმალურად ირებენ და რაში მივიღო მონაწილეობა, მარტო ხელის აწევისთვის მივიდე?!“რაც ჩეეხება, დარჩენილ 24 დეპუტატს, წლის განმავლობაში მათ უმრავლესობას ათი და მეტი დასწრება ააქვთ. 17 სხდომიდან ყველას მხოლოდ ორი დეპუტატი, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი თედორე მელიქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დაესწრო. საკრებულოს სხდომებზე დასწრების საკითხი კი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით რეგულირდება. აღნიშნული კოდექსის 43–ე მუხლი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა–შეჩერების საკითხს არეგულირებს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია არკვევს გაცდენის მიზეზს. თუ დადასტურდება, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა, მაშინ იგი ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს მას უახლოეს სხდომას, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. [ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია