შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21856 
 20 მარტი 2019
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრა ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დღეს, 20 მარტს, გამართეს.„ჩვენი ჩამოსვლის მიზანია მაქსიმალურად დეტალურად გავაცნოთ აბიტურიენტებს რეგისტრაციის პროცედურები. ადრე თუ აბიტურიენტი აირჩევდა ორ, ან მეტ გამოცდას და ერთ–ერთ მათგანზე ვერ გამოცხადდებოდა, ან ვერ გადალახავდა ბარიერს, ის კარგავდა გრანტის მიღების შანსს მაშინაც კი, თუ დანარჩენ ოთხ საგანში ძალიან კარგ ქულებს მიიღებდა. წელს ეს შეზღუდვა მოიხსნება, ამის გამო აბიტურიენტი საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას აღარ დაკარგავს“, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე. ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყო და სამ აპრილამდე გაგრძელდება. სოფო გორგოძე ამბობს, რომ სასურველია აბიტურიენტმა რეგისტრაცია მარტის ბოლომდე გაიაროს, რადგან მათი უმრავლესობა ხშირად ბოლო სამი დღის განმავლობაში რეგისტრირდება, ამის გამო კი სისტემა იტვირთება და შენელებულად მუშაობს.„გარკვეული ცვლილებები შევიდა რამდენიმე საგნის ტესტის ფორმატში და გრანტის განაწილების წესში. მოვუწოდებთ აბიტურიენტებს გაეცნონ ცნობარს, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული. მათ შეუძლიათ აირჩიონ ბევრი პროგრამა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ქონდეთ შანსი ჩარიცხვის“, – განმარტავს გორგოძე.შეხვედრას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ. „აბიტურიენტი ვარ და უნივერსიტეტში ჩაბარებას ვაპირებ, დღევანდელი შეხვედრით სრული ინფრომაცია მივიღე დარეგისტრირების შესახებ“, – ამბობს გურკელის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე იზა ბერძენიშვილი.გრანტის მოპოვებასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები ამავე სკოლის მოსწავლე სალომე ჭანკოტაძეს: „მაინტერესებდა გრანტთან დაკავშირებით როგორ ნაწილდება ქულები. სამედიცინოზე მინდა ჩაბარება და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სპეციალური კალენდარი დაიბეჭდა, რომელშიც დეტალურადაა მოცემული ინფრომაცია რეგისტრაციის ვადებსა და გამოცდებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ხვალ, 21 მარტს შეხვედრას ახალქალაქში გამართავენ. [თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია