შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21857 
 21 მარტი 2019
საქართველოს ტერიტორიის 40 %-მდე ტყითაა დაფარული. საქართველოს ტყეების სახეობრივი შემადგენლობა მრავალფეროვანია. ველურად იზრდება 400-მდე სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, გაერთიანებული 123 ბოტანიკურ გვარსა და 56 ოჯახში. მათ შორის, ხეები- 153 სახეობა; ბუჩქები-202 სახეობა; ნახევარბუჩქები -29 სახეობა; ლიანები -11 სახეობა.სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული ტყის ფართობი 1 804 950 ჰა-ს შეადგენს. სააგენტოს ინფორმაციით:• ტყეების ინვენტარიზაცია ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის, გურიის, იმერეთის განსაზრვრულ ტერიტორიებზე, სულ 232 127 ჰა ფართობზე. კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში ტყის აღრიცხვის სამუშაოები ამ ეტაპზეც გრძელდება. 2019 წელს 162358 ჰა ფართობი მოეწყობა.• 2013-2018 წლებში ტყის აღდგენის ღონისძიებები (ტყის ბუნებრივი განახლება; ტყის გაშენება; სწრაფმზარდი სახეობების პლანტაციები, ტყის დროებითი სანერგეები) განხორციელდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 380 ჰა ფართობზე; 2019 -წელს განხორციელდება 455 ჰა ფართობზე. მათ შორის ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდება 2008 და 2017 წლების ნახანძრალ ფართობებზე, ბორჯომის ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე.• სატყეო სააგენტო ტყის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს თავისი ძალებით შეგროვილი თესლით, ტყის დროებით სანერგეებში გამოყვანილი სარგავი მასალით;• წლების განმავლობაში ტყის ფონდის ტერიტორიაზე არ ტარდებოდა ტყის დაცვის ღონისძიებები, კერძოდ მავნებელ-დაავადებებისგან დაცვა. ამ მხრივ სააგენტომ მნიშვნელოვანი საქმიანობა განახორციელა. კერძოდ:26000 ჰა ფართობის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, განთავსდა 5000 ცალზე მეტი ფერომონიანი მწერმჭერი, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა ნაძვის ქერქიჭამიას-ტიპოგრაფის აღრიცხვა-განადგურება. სულ 2013-2018 წლებში განადგურდა 15 მილიონამდე მავნებელი. ბრძოლის ღონისძიებები და მავნებლის რიცხოვნობის მონიტორინგი 2019 წელსაც გაგრძელდება;გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს ახალი „ტყის კოდექსის“ კანონპროექტი შეიმუშავა,რომელიც საქართველოს მთავრობამ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა. ახალი კოდექსის მიზანია შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ახალი „ტყის კოდექსი“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტყის მდგრად მართვას, რაშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია