შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი არჩევანია– სპორტული ღონისძიებების პროექტში მერიაც ერთვება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21861 
 21 მარტი 2019
პროექტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და World Vision საქართველოს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.„წარვადგინეთ პროექტი, რომელმაც მერიის მოწონება დაიმსახურა. სამი დღის განმავლობაში ფრენბურთის ჩემპიონატი მოეწყობა და მასში სტუდენტი გოგონები და ბიჭები მიიღებენ მონაწილეობას,“ – გვითხრა "კომპეტენციები დასაქმებისთვის" პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა ალისა გიმიშიანმა. „ჯანსაღი ცხოვრების წესი - შენი არჩევანია“ პროექტის ფარგლებში სამ, ოთხ და ხუთ აპრილს ფრენბურთის ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც გოგონების და ბიჭების რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ორგანიზატორების თქმით, გამარჯვებულებისთვის სურპრიზები მზადდება. SKYE კლუბის წევრების მიერ დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებების განხორციელებაში მერიის კულტურის სამსახურიც ჩაერთვება და მცირე ინვენტარითაც დაეხმარება.„კლუბის წევრებმა თავიანთი ხედვა და პრიორიტეტები წარმოგვიდგინეს, მათი პროექტი მისაღებია და მზად ვართ, რომ ყველანარიდად ვითანამშრომლოთ. ვფიქრობ მათი იდეების გათვალისწინებით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კულტურის სამსახურის უფროსმა ზაზა თამარაშვილმა. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება