შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ორი ზუგდიდელი კარატისტი კვიპროსში, საერთაშორისო შეჯიბრზე გაემგზავრება

სპორტი
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 19 მარტი 2019
ზუგდიდელი კარატისტები, საბა მანია და ლუკა ფონიავა კვიპროსში დაგეგმილ საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას - YOUTH LEAGE wkf -ის ეგიდით. სპორტის განვითარების ცენტრის კარატეს უფროსმა მწვრთნელმა გელა ანთიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ეს პრესტიჟული ღონისძიებაა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები იასპარეზებენ.

საბა მანია 16-17 წლიანებს შორის, 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვა, ლუკა ფონიავა კი 14-15 წლიანებში, 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

შეჯიბრი 3-5 მაისს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გაიმართება.

საბა მანიამ რამდენიმე დღის წინ ბაქოში, კარატეს საერთაშორისო შეჯიბრზე „BAKU OPEN“ ოქროს მედალი მოიპოვა. ის მსოფლიოს გარდა, ევროპის ჩემპიონატის ორგზის და არაერთი საერთაშორისო ღონისძიების გამარჯვებულია.

რაც შეეხება ლუკა ფონიავას, ის 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბულგარეთში. 2016 წელს კი მხოფლიო თასი მოიპოვა თურქეთში გამართულ შეჯიბრზე. ასევე, არის საქართველოს ღია ჩემპიონატის გამარჯვებული. საერთაშორისო ტურნირზე „ოუფენ მცხეთა“, ზუგდიდელმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კარატეს საერთაშორისო ტურნირზე „Open Tbilisi-2018“ კი ასევე ბრინჯაოს სინჯის მედალი.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია