შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავიდან შიდა ფრენების აღდგენის თაობაზე ბიზნესგეგმის შემუშავება მიმდინარეობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37527 
 21 მარტი 2019

კახეთის გუბერნატორის, ინფორმაციით, თელავიდან შიდა ფრენების აღდგენის თაობაზე მიმდინარეობს ბიზნესგეგმის შემუშავება.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ამ მიმართულების გააქტიურების მიზნით აუცილებელია თელავში არსებული აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა სახელმწიფო უწყებასთან და დაინტერესებულ მხარესთან, მიმდინარეობს ბიზნესგეგმის შემუშავება, საჭიროა თელავში არსებული აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა საწყის ეტაპზე აღდგეს შიდა ფრენები კახეთიდან, ბათუმის, ქუთაისის და სვანეთის მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია